ლოკო საგურამოში სამტრედიას უმასპინძლებს

ლოკო საგურამოში სამტრედიას უმასპინძლებს
19/05/2025

ლოკო საგურამოში სამტრედიას უმასპინძლებს

თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 2025 წლის სეზონის მე-13 ტურის მატჩს საგურამოში, სამტრედიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

ჩვენს გუნდი აღნიშნულ შეხვედრას მნიშვნელოვანი გამარჯვებით ხვდება. მე-12 ტურში გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი მარტვილის მერანი სტუმრად 2:0 დავამარცხეთ.

 

ლოკო 12 ტურის შემდეგ 14 ქულით ეროვნულ ლიგა 2-ში მეშვიდე პოზიციაზეა, ხოლო სამტრედია 9 ქულით გათამაშების ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს. მეტოქემ ცოტა ხნის წინ მთავარი მწვრთნელიც შეიცვალა.

 

პირველ წრეში ლოკოსა და სამტრედიის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შეხვედრის მიწურულს იმერული გუნდის კარში გოლი ჩვენმა განელმა ლეგიონერმა, დენის ამოაკომ გაიტანა.

 

მე-13 ტურის მატჩი საგურამოში 20 მაისს, 19:00 საათზე დაიწყება.

 

ეროვნული ლიგა 2 I მე-13 ტური:

სიონი - რუსთავი
სპაერი - მერანი
გონიო - იბერია 2
დინამო 2 - მეშახტე
ლოკომოტივი - სამტრედია

more news