ლოკო საქართველოს თასის 1/8 ფინალში შტურმს შეხვდება

25/07/2025
ლოკო საქართველოს თასის 1/8 ფინალში შტურმს შეხვდება
თბილისის ლოკომოტივი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც სტუმრად სართიჭალის შტურმთან ჩაატარებს.
ჩვენმა გუნდმა 1/16 ფინალში თბილისის დინამო 2 დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა. გოლების გატანა კოხრეიძემ, მენთეშაშვილმა და მეტრეველმა მოახერხეს.
რაც შეეხება შტუმრს, ჩვენმა მეტოქემ საქართველოს თასის წინა ეტაპზე ალგეთი დიდი ანგარიშით, 8:0 დაამარცხა. სართიჭალის გუნდი ამჟამად საქართველოს ეროვნული ლიგა 3-ის ლიდერია.
გასულ სეზონში ლოკო და შტურმი ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ, მეტოქე ერთხელ დავამარცხეთ, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო ორჯერ დავმარცხდით.
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩი 26 ივლისს, სართიჭალის ცენტრალურ სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.