ლოკო ვიტ ჯორჯიასთან გასვლითი შეხვედრისთვის ემზადება

ლოკო ვიტ ჯორჯიასთან გასვლითი შეხვედრისთვის ემზადება
09/05/2024

ლოკო ვიტ ჯორჯიასთან გასვლითი შეხვედრისთვის ემზადება

თბილისის ლოკომოტივი ეროვნულ ლიგა 2-ში მორიგ მატჩს სტუმრად ვიტ ჯორჯიასთან ჩაატარებს.

 

გუნდი მე-11 ტურის შეხვედრისთვის აქტიურად ემზადება. ლოკომ გასული ორი ტურის თამაშები, სპაერთან და გარეჯთან გამარჯვებით დაასრულა და სატურნირნო ცხრილში მდგომარეობა გაიუმჯობესა.

 

ვიტ ჯორჯია ამ მომენტისთვის ეროვნულ ლიგა 2-ში 14 ქულით მე-7 ადგილზეა, მეტოქეს 4 გამარჯვება 2 ფრე და 4 მარცხი აქვს.

 

მიმდინარე სეზონის პირველ წრეში ვიტ ჯორჯიამ ლოკო 1:0 დაამარცხა.

 

მე-11 ტურის შეხვედრა 11 მაისს გლდანის საფეხბურთო ცენტრში გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება.

 

ეროვნული ლიგა 2 I მე-11 ტური:

სიონი - არაგვი
ვიტ ჯორჯია - ლოკომოტივი
დინამო თბილისი 2 - ხობის კოლხეთი
სპაერი - გარეჯი
შტურმი - რუსთავი

more news