ლოკომ ამხანაგურ შეხვედრაში გორის დილა დაამარცხა
25/02/2024
ლოკომ ამხანაგურ შეხვედრაში გორის დილა დაამარცხა
თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონისთვის მზადებას ასრულებს. ჩვენი გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში გორის დილას დაუპირისპირდა და 5:4 გაიმარჯვა.
ჩვენი გუნდის მხრიდან მეტოქის კარში გოლების გატანა მამია გავაშელიშვილმა (2), ბიძინა მახარობლიძემ, მიხეილ ბაშელეიშვილმა და იოანე ტაბატაძემ მოახერხეს. ამ უკანასკნელის გოლი ბოლო წუთზე შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ჩვენმა გუნდმა მოსამზადებელ ეტაპზე თბილისის დინამო, სპაერი, ბოლნისის სიონი, სამტრედია და წყალტუბოს სამგურალი დაამარცხა, არაგვთან დამარცხდა, ხოლო საბურთალოსთან და გაგრასთან ფრედ ითამაშა.