ლოკომ eLeague-ს ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო

ლოკომ eLeague-ს ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო
06/12/2023

ლოკომ eLeague-ს ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო

კიბერ ფეხბურთის ფედერაციამ 2VS2-ში eLeague-ს ახალი სეზონი დაიწყო, რომელშიც მონაწილეობასაც ტურნირის წინა სეზონის ჩემპიონი, ლოკომოტივის eSport-ის გუნდიც იღებს.

 

ტურნირზე ჩვენი გუნდი კვლავაც უძლიერესი შემადგენლობითაა დაკომპლექტებული. ლოკოს ღირსებას ნიკა ასათაშვილი და ლადო ონიანი იცავევენ.

 

ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ჩვენმა eSport-ის მოთამაშეებმა კატენაჩო 2:0 დაამარცხეს. ორივე გოლი მეტოქის კარში მათ მატჩის მიწურულს გაიტანეს.

 

თამაშთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ლოკომოტივის eSport-ის გუნდის მედია მენეჯერმა, ცოტნე ქინქლაძემ:

 

„რთული თამაში იყო, ორივე გოლი ბოლოს გავიტანეთ, თუმცა კარგია, რომ მოქმედი ჩემპიონები ვართ და ჯგუფი გამარჯვებით დავიწყეთ, რადგან თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

ჩვენთვის ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა მნიშვნელოვანია. ჩემპიონები ვართ და ჩვენი მენტალიტეტი ასეთია. გვსურს, გავიმეოროთ წინა სეზონის შედეგი“.

more news