ლოკომ ეროვნული ლიგა მძიმედ დაიწყო

ლოკომ ეროვნული ლიგა მძიმედ დაიწყო
01/03/2021

ლოკომ ეროვნული ლიგა მძიმედ დაიწყო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი, ლოკომოტივისთვის მძიმედ დაიწყო. ჩემპიონატის სტარტზე, გია ჭიაბრიშვილის გუნდი, თბილისურ დერბიში საბურთალოსთან 0:2 დამარცხდა.

 

წინა სეზონიდან გადმოყოლილი დისკვალიფიკაციის გამო, სანდრო გურეშიძემ ეს მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვა. მის ნაცვლად, დაცვის ცენტრში, ნიკა სანდოხაძეს ალექსანდრე ანდრონიკაშვილი შეუწყვილდა.

 

პირველ ტაიმში, გუნდებს მაინცდამაინც ტემპიანი თამაში არ შემოუთავაზებიათ. ბურთი ლოკომოტივს ეჭირა; საბურთალო კი, სწრაფი კონტრშეტევებით ცდილობდა მეტოქის კართან ხიფათის შექმნას, რაც, ამ შეხვედრის ნომინალურ მასპინძლებს სტუმრებზე უკეთ გამოუვიდათ. 38-ე წუთზე, ლოკომოტივის საჯარიმოში შექმნილი არეულობით კარგად ისარგებლა გიორგი ჯგერენაიამ და საბურთალო დააწინაურა.

 

მეორე ტაიმის დასაწყისშივე, გიორგი ჭიაბრიშვილმა მოედანზე ულად-ომარ იმრანი შეუშვა, რაც გუნდის შეტევებს აშკარად დადებითად დაეტყო. ლოკომოტივს ჰქონდა რამდენიმეწუთიანი აქტიური მონაკვეთი, საიდანაც დასამახსოვრებელი იმრანის, იაკობიძის და უბილავას დარტყმები იყო, თუმცა, მათ მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია.

 

მატჩის მიწურულს, ლოკომოტივის შეტევით გართულ მცველებს მეტოქის კონტრშეტევა გაეპარათ და გოჩოლეიშვილმა საბოლოო ანგარიში - 2:0 დააფიქსირა.

 

 

საბურთალო 2:0 ლოკომოტივი (1:0)

 

 

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, სანდოხაძე, ანდრონიკაშვილი (ჭიაბრიშვილი 82), მჭედლიშვილი (გაბაძე 46), უბილავა (C), შონია, დარცმელია (იმრანი 46), სამურკასოვი, კირკიტაძე (იაკობიძე 64), კახაბრიშვილი (გავაშელიშვილი 75), სიხარულიძე

 

მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი

more news