ლოკომ მოსამზადებელ ეტაპზე კიდევ 2 ამხანაგური მატჩი გამართა

ლოკომ მოსამზადებელ ეტაპზე კიდევ 2 ამხანაგური მატჩი გამართა
11/07/2024

ლოკომ მოსამზადებელ ეტაპზე კიდევ 2 ამხანაგური მატჩი გამართა

თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას აგრძელებს.

 

ჩვენმა გუნდმა კიდევ ორი შეხვედრა ჩაატარა. გაგრასთან 1:5 დავმარცხდით, ხოლო არარატთან მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

 

სეზონის განახლებამდე ლოკო 2 საკონტროლო მატჩს გამართავს.

 

20 ივლისს ლოკომოტივი საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/16 ფინალში ბორჯომს დაუპირისპირდება. რაც შეეხება ეროვნულ ლიგა 2-ს, 31 ივლისს ჩვენი გუნდი არაგვს შეხვდება.

more news