ლოკომ მოსამზადებელ ეტაპზე წყალტუბოს სამგურალი დაამარცხა

ლოკომ მოსამზადებელ ეტაპზე წყალტუბოს სამგურალი დაამარცხა
05/02/2024

ლოკომ მოსამზადებელ ეტაპზე წყალტუბოს სამგურალი დაამარცხა

თბილისის ლოკომოტივმა 2024 წლის სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი ამხანაგური მატჩი მოიგო, ჩვენმა გუნდმა წყალტუბოს სამგურალი 4:3 დაამარცხა.

 

ეროვნული ლიგის ბანადარ სამგურალთან მატჩი ჩვენი გუნდის უპირატესობით დაიწყო. მე-10 წუთზე ლოკო ლაშა მენთეშაშვილმა დააწინაურა, ხოლო 35-ე წუთზე უპირატესობა ბიძინა მახარობლიძემ გაზარდა.

 

მეორე ტაიმში გნრამიმ 47-ე წუთზე შეძლო სხვაობის შემცირება, თუმცა 53-ე წუთზე ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა პენალტიდან ლოკოს უპირატესობა ისევ ორბურთიანი გახადა. ამის შემდეგ წყალტუბოელებმა ორი გოლი გაიტანეს და ანგარიში გაათანაბრეს, თავის გამოჩენა გნამიმ და ლუკა ხორხელმა მოახერხეს.

 

ლოკოს მხრიდან გადამწყვეტი გოლი 87-ე წუთზე დემეტრე გოჩავამ გაიტანა და ჩვენს გუნდს გამარჯვება მოუტანა.

 

შეგახენებთ, რომ ლოკომოტივმა იანვარსა და თებერვალში დინამო თბილისი, სპაერი და ბოლნისის სიონიც დაამარცხა, ხოლო საბურთალოსთან 0:0 ითამაშა.

more news