ლოკომ რუსთავი სტუმრად დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა

ლოკომ რუსთავი სტუმრად დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა
22/11/2024

ლოკომ რუსთავი სტუმრად დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა

თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონის 33-ე ტურის შეხვედრა გათამაშების ერთ-ერთ ლიდერთან, რუსთავთან სტუმრად გამართა და 0:1 გაიმარჯვა.

 

შეხვედრა აქტიურად დავიწყეთ და მე-13 წუთზე ჩვენი გუნდი განელმა ლეგიონერმა, დენის ამოაკომ დააწინაურა, მან გურამ ხარებავას გადაცემა გამოიყენა.

 

მეორე ტაიმში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა და ლოკომ აქტივში მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა.

 

33 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგა 2-ში თბილისის ლოკომოტივს 44 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-7 ადგილზეა.

more news