ლოკომ სპაერი სტუმრად დიდი ანგარიშით დაამარცხა
10/08/2024
ლოკომ სპაერი სტუმრად დიდი ანგარიშით დაამარცხა
თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა 2-ის მე-19 ტურის შეხვედრა სტუმრად სპაერთან ჩაატარა და დიდი ანგარიშით, 5:0 გაიმარჯვა.
პირველივე ტაიმში ჩვენი ფეხბურთელები ორი ბურთით დაწინაურდნენ, პენალტები მამია გავაშელიშვილმა და ლუკა წულუკიძემ ზუსტად შეასრულეს.
მეორე ნახევარში თავის გამოჩენა ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა და დავით ბუკიამ (დუბლი) მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ მამია გავაშელიშვილს ეროვნული ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 10 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მე-4 ადგილზეა.
ლოკო 19 ტურის დასრულების შემდეგ 22 ქულით გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს.
ჩვენი გუნდი მე-20 ტურის მატჩს 17 აგვისტოს საკუთარ მოედანზე ვიტ ჯორჯიასთან გამართავს.