ლოკომოტივი მარტვილის მერანთან პრინციპული დაპირისპირებისთვის ემზადება

ლოკომოტივი მარტვილის მერანთან პრინციპული დაპირისპირებისთვის ემზადება
11/08/2023

ლოკომოტივი მარტვილის მერანთან პრინციპული დაპირისპირებისთვის ემზადება

თბილისის ლოკომოტივი საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე 2023 წლის ეროვნული ლიგა 2-ის სეზონის 21-ე ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც მარტვილის მერანთან ჩაატარებს.

 

მიხეილ მესხი 2-ზე გასამართ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან გუნდები გასავარდნ ზონაში არიან. მარტვილის მერანს 17 ქულა აქვს და მერვე ადგილზე, გადათამაშების ზონაშია. რაც შეეხება ლოკოს, რევაზ გოცირიძის გაწვრთნილი კრებული 13 ქულით მე-9-ზეა და პირდაპირ გავარდნის საფრთხის წინაშეა. ამიტომ, მერანთან გამარჯვება ჩვენი გუნდისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან მეტოქესთან სხვაობას 1 ქულამდე შეამცირებს.

 

მარტვილის მერანმა სეზონის განახლების შემდეგ ორი მატჩი ჩაატარა და ორივეში დამარცხდა. მეგრელებმა ხობის კოლხეთთან და სპაერთან წააგეს. ლოკოს განახლებულ ეროვნულ ლიგა 2-ში 1 ქულა აქვს მოპოვებული. ჩვენმა გუნდმა დინამო თბილისი 2-თან 1:1 ითამაშა, ხოლო ბოლნისის სიონთან 1:2 წააგო. ორივე შემთხვევაში თბილისელებმა გოლი უკანასკნელ წუთებზე გაუშვეს და ჯამში 5 ქულა დაკარგეს.

 

მიმდინარე სეზონში ლოკომ და მარტვილის მერანმა ორჯერ ითამაშეს. პირველ შემთხვევაში ჩვენმა გუნდმა 1:0 შერმადინის გოლით მოიგო, ხოლო მეორე მატჩში 0:1 დავმარცხდით.

 

ლოკომოტივისა და მარტვილის მერანის დაპირისპირება მიხეილ მესხი 2-ზე 13 აგვისტოს, 20:00 საათზე გაიმართება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.

more news