ლოკომოტივი სეზონს სპაერთან მატჩით გახსნის

ლოკომოტივი სეზონს სპაერთან მატჩით გახსნის
03/03/2024

ლოკომოტივი სეზონს სპაერთან მატჩით გახსნის

თბილისის ლოკომოტივი 2024 წლის ეროვნული ლიგა 2-ის სეზონის პირველი ტურის შეხვედრას სტუმრად სპაერის წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

ლოკოს მთავარი მწვრთნელის, რევაზ გოცირიძის განცხადებით, გუნდმა მოსამზადებელი ეტაპი მაღალ დონეზე გაიარა და ფეხბურთელები სეზონისთვის მზად არიან. ჩვენმა მოთამაშეებმა 6 სპარინგ მატჩი ეროვნული ლიგის გუნდებთან ჩაატარეს, ხოლო 3 - უშუალო მეტოქეებთან ეროვნული ლიგა 2 - დან.

 

გასული სეზონი სპაერმა ჩემპიონატში მესამე ადგილზე დაასრულა და ეროვნულ ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა თელავთან დამარცხდა.

 

2024 წლის მოსამზადებელი ეტაპის ეგიდით ლოკომ სპაერთან ერთი ამხანაგური შეხვედრა გამართა და 7:2 გაიმარჯვა. ჩვენი მხრიდან დუბლის შესრულება მოახერხეს ლუკა კეკელიძემ, ლაშა ოზბეთელაშვილმა და მამია გავაშელიშვილმა, ხოლო ერთი გოლი თურქიამ გაიტანა.

 

გასულ სეზონში სპაერთა 4-ჯერ ვითამაშეთ. 1 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 3-ჯერ დავმარცხდით.

 

სპაერისა და ლოკოს მატჩი 5 მარტს, სპაერის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება.

 

ეროვნული ლიგა 2 I პირველი ტური:

 

სპაერი - ლოკომოტივი
ვიტ ჯორჯია - ხობის კოლხეთი
დინამო თბ 2 - რუსთავი
გარეჯი - არაგვი
შტურმი - სიონი

more news