ლოკომოტივი თბილისის მერანთან გასამართი მატჩისთვის ემზადება

ლოკომოტივი თბილისის მერანთან გასამართი მატჩისთვის ემზადება
20/09/2023

ლოკომოტივი თბილისის მერანთან გასამართი მატჩისთვის ემზადება

ეროვნული ლიგა 2-ის 27-ე ტურის შეხვედრას თბილისის ლოკომოტივი სტუმრად თბილისის მერანთან ჩაატარებს.

 

ჩვენი მეტოქე ამჟამად ეროვნულ ლიგა 2-ში ბოლო, მე-10 ადგილზეა. გასულ 26 ტურში თბილისის მერანმა მხოლოდ 1 შეხვედრა მოიგო და ლიგა 3-ში დაქვეითების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ითვლება.

 

რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ლოკომ გასულ ტურში ფოთის კოლხეთი 1913-თან ფრედ, 1:1 ითამაშა. ჩვენს გუნდს ამჟამად 20 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება. რევაზ გოცირიძის გაწვრთნილებს ასევე 1 გადადებული მატჩი აქვთ მარაგში, რომელსაც გარეჯთან ჩაატარებენ.

 

მიმდინარე სეზონში ლოკომოტივმა და თბილისის მერანმა ერთმანეთთან ორჯერ ითამაშეს. ერთხელ მოვიგეთ, ხოლო ერთი მატჩი დავთმეთ. აღსანიშნავია, რომ 9 ივნისს ჩატარებულ შეხვედრაში ლოკომ მეტოქის კარში ხუთი გოლი გაიტანა. თორნიკე კურტანიძემ ჰეთთრიქი შეასრულა, ოზბეთელაშვილმა და მენთეშაშვილმა კი თავი თითო გოლით გამოიჩინეს.

 

ეროვნული ლიგა 2-ის 27-ე ტურის შეხვედრას თბილისის მერანსა და ლოკომოტივს შორის ნუცუბიძის სპორტ კომპლექსი უმასპინძლებს, თამაში 22 სექტემბერს 15:30 საათზე დაიწყება.

 

ეროვნული ლიგა 2 I 27-ე ტურის მატჩები:

 

22 სექტემბერი, 15:30 I თბილისის მერანი - ლოკომოტივი
22 სექტემბერი, 15:30 I ვიტ ჯორჯია - ხობი
22 სექტემბერი, 18:00 I დინამო თბილისი 2 - მარტვილის მერანი
22 სექტემბერი, 19:00 I ფოთი - გარეჯი
23 სექტემბერი, 15:30 I სიონი - სპაერი

 

more news