ლოკომოტივის მარცხი ყაზახურ ქაისართან
ლოკომოტივის მარცხი ყაზახურ ქაისართან
19 თებერვალს, თბილისის ლოკომოტივი, ამხანაგურ მატჩში ყიზილორდას ქაისარს დაუპირისპირდა. მატჩი ყაზახური გუნდის გამარჯვებით, 4:3 დასრულდა.
ანგარიში მე-17 წუთზე გეგა დიასამიძემ გახსნა. 25-ე წუთზე ქაისარმა, წონასწორობა თერთმეტმეტრიანი დარტყმით აღადგინა. 65-ე წუთზე დიასამიძემ დუბლი შეასრულა და ლოკომოტივი კიდევ ერთხელ დააწინაურა. 68-ე, 84-ე და 87-ე წუთებზე ჩვენმა გუნდმა სამი გოლი გაუშვა.
მთავარმა მსაჯმა, 81-ე წუთზე მოედნიდან გიორგი ხიდეშელი გააძევა. მატჩის საბოლოო შედეგი 89-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა ვატო არველაძემ დააფიქსირა. მორიგ ამხანაგურ მატჩს, ლოკომოტივი 21 თებერვალს, პოლონური კატოვიცეს წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი: თევდორაძე, ღონღაძე, რეხვიაშვილი (თომაშვილი 61), ხიდეშელი (ჩიტეიშვილი 81), უბილავა, სამურკასოვი, დიასამიძე, კიკაბიძე (კიკნაძე 46), კომახიძე, ქავთარაძე (არველაძე 68), სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
სიდე, თურქეთი, 2017 წლის 19 თებერვალი.