ლოკომოტივმა სტუმრად ბოლნისის სიონი დაამარცხა
ლოკომოტივმა სტუმრად ბოლნისის სიონი დაამარცხა
ეროვნული ლიგა 2-ის 28-ე ტურის შეხვედრაში თბილისის ლოკომოტივმა სტუმრად ბოლნისის სიონი მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.
ლოკომ პირველივე ტაიმი სიონთან აქტიურად დაიწყო და შანსები ჰქონდა. მატჩის 32-ე წუთზე სიონის კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა ვერ გამოიყენა.
მეორე ტაიმში ორივე გუნდს რამდენიმე შანსი შეექმნა, შეხვედრის მიწურულს კი, 88-ე წუთზე ჩვენი გუნდის მხრიდან გოლის გატანა კაპიტანმა გიორგი გაბაძემ მოახერხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოგვიტანა.
სიონთან გამარჯვებით ლოკომ 26 ქულა დააგროვა და მერვე ადგილზეა, ხოლო გასავარდნ ზონაში მყოფ მარტვილის მერანს უკვე 5 ქულით ვუსწრებთ. ლოკო ეროვნულ ლიგა 2-ში მორიგ მატჩს დინამო თბილისი 2-თან მიხეილ მესხი 2-ზე 6 ოქტომბერს ჩაატარებს.
სიონი 0:1 ლოკომოტივი I ეროვნული ლიგა 2
გოლი: გაბაძე (88)
სიონი: ისიანი, სეხნიაშვილი, ჩიქოვანი, ჯანჯღავა (46 ცირდავა), ხაბელაშვილი (65 ქოქოსაძე), მუმლაძე (77 მუმლაძე), კორიფაძე, ქურდაძე, დევდარიანი (65 აბულაძე), უგრეხელიძე (46 ღამბარაშვილი), ნოზაძე.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ოქროპირიძე
ლოკომოტივი: თანდილაშვილი, მოლაშვილი, ხინჩიაშვილი, კეკელიძე (86 კალანდაძე), ჩილეშე (76 ხუციშვილი), ტაბატაძე (45 მახარობლიძე) , გაბაძე, ბაშელეიშვილი (86 ბაშელეიშვილი), გაბისონია (57 ბონი), ჩაჩუა, ჭანტურია.
მთავარი მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე