ლოკომოტივში დავით სამურკასოვი დაბრუნდა
30/01/2024
ლოკომოტივში დავით სამურკასოვი დაბრუნდა
დავით სამურკასოვი ლოკომოტივში დაბრუნდა.
დავითმა კარიერა თბილისის „ლოკომოტივში“ 2014 წელს დაიწყო და გუნდი 2022 წელს დატოვა. ეროვნულ ლიგაში გატარებული რვა სეზონის შემდეგ, 2022 წლის ზაფხულში ეპისკოპის წევრი გახდა, ხოლო 2023 წლის 13 იანვარს ლატვიურ ლიეპაიაში გადავიდა. 2023 წელს ის ქუთასის ტორპედოში გამოდიოდა.
დავით სამურკასოვი საქართველოს 17, 19, 20 და 21-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, ყველა ასაკობრივ ნაკრებში 22 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.