ლოკოს და დინამო თბილისი 2-ის შეხვედრა ფრედ დასრულდა
ლოკოს და დინამო თბილისი 2-ის შეხვედრა ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა 2-ის მესამე ტურის შეხვედრა თბილისის ლოკომოტივმა სტუმრად დინამო თბილისი 2-თან ჩაატარა და ქულა მოიპოვა - 1:1.
ჩვენი გუნდი დინამოსთან მატჩს 1 ქულით შეხვდა, ხოლო მეტოქეს 2 დან 2 თამაში ჰქონდა მოგებული. „ვიტალი დარასელიაზე“ გამართული შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოვიდა, ორივე გუნდი ბევრს ცდილობდა.
ძირითადი მოვლენები მატჩის მიწურულს განვითარდა. 87-ე წუთზე ალექსანდრე ფეიქრიშვილის გადაცემით ანგარიში ნიკა ცეცხლაძემ გახსნა და დინამო თბილისი 2 წინ გაიყვანა. ჩვენმა გუნდმა წონასწორობის აღდგენა და საბოლოო შედეგის დაფიქსირება მალე მოახერხა, 90-ე წუთზე დინამოელთა კარში გოლი მამია გავაშელიშვილმა გაიტანა.
შედეგად, ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონში გამართული 3 ტურის შემდეგ ჩვენს გუნდს 2 ქულა აქვს. მომდევნო შეხვედრას ლოკომოტივი სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 31 მარტს საკუთარ მოედანზე შტურმთან ჩაატარებს.
დინამო თბილისი 2 - ლოკომოტივი 1:1
გოლები: ნიკა ცეცხლაძე (87), მამია გავაშელიშვილი (90)