ლოკოს ფეხბურთელები U19 ნაკრებში - ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდშია
ლოკოს ფეხბურთელები U19 ნაკრებში - ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდშია
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ესტონეთს დაუპირისპირდა, 1:1 ითამაშა და ელიტრაუნდში გავიდა.
შვედეთის ქალაქ ბუროსის „ბუროს არენაზე“ გამართული მატჩი დაძაბული გამოდგა. მე-17 წუთზე ჩვენი გუნდის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მაკსიმ კალიმულინმა გოლად გარდასახა. თუმცა პატარა „ჯვაროსნებმა“ წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინეს. 41-ე წუთზე ესტონელების კართან განვითარებული შეტევა იმით დასრულდა, რომ ოსკარ პიჰელამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
მეორე ტაიმში ანაგრიში აღარ შეცვლილა, ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა ჯგუფი 4 ქულით დაასრულა, ისევე როგორც ესტონეთმა, მაგრამ მეტი ბურთის წყალობით მეორე ადგილზე გავედით და ელიტრაუნდში თამაშის უფლება მოვიპოვეთ.
U19 გუნდში ლოკოს 2 ფეხბურთელი იყო მიწვეული - ალექსანდრე თურქია და ლუკა ხელაშვილი.