ლოკოს მესამე ტესტ-მატჩი და ფრე თურქმენულ კლუბთან
15/02/2020
ლოკოს მესამე ტესტ-მატჩი და ფრე თურქმენულ კლუბთან
ბელეკში გამართულ შეხვედრაში, რომელიც თურქული შეკრების ფარგლებში „ლოკომოტივისთვის“ მესამე ტესტ-მატჩი იყო, თბილისელებმა თურქმენულ „შაგადამ“-თან ფრე - 1:1 ითამაშეს.
ლოკომოტიველთაგან, ერთადერთი გოლი ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა, თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა. ამ შეხვედრაში, ლევან კორღალიძემ ძირითადი შემადგენლობის ექვსი ფეხბურთელი დაასვენა და თავის გამოჩენის შანსი ახალწვეულებსა და ახალგაზრდებს მისცა.
თურქულ შეკრებაზე, „ლოკომოტივი“ ბოლო, მეოთხე ამხანაგურ მატჩს 19 თებერვალს გამართავს და მომდევნო დღეს, უკვე სამშობლოში დაბრუნდება.
ლოკომოტივი 1:1 შაგადამი
ლოკომოტივი: მამარდაშვილი, კაპანაძე, ჯინჯოლავა, ჭანტურია, მჭედლიშვილი, ანდრონიკაშვილი, შეყილაძე, იაკობიძე, იმრან, შეწირული, სამურკასოვი
შეცვლაზე შევიდნენ: გავაშელიშვილი, ლომიძე