ლოკოსა და გათამაშების ლიდერის, სპაერის შეხვედრა ფრედ დასრულდა

24/04/2025
ლოკოსა და გათამაშების ლიდერის, სპაერის შეხვედრა ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა 2-ის 2025 წლის სეზონის მე-8 ტურში თბილისის ლოკომოტივმა საგურამოში გათამაშების ლიდერ სპაერს უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
ჩვენმა გუნდმა პირველი ტაიმი გეგიაძის მიერ 38-ე წუთზე გატანილი გოლით 0:1 დათმო. მეორე ნახევარში ლოკო გააქტიურდა. 67-ე წუთზე სპაერის კარში დანიშნული პენალტი გოლად მენთეშაშვილმა აქცია.
შედეგად, 8 ტურის შემდეგ გიორგი გეგუჩაძე უმცროსის გაწვრთნილ ლოკოს 8 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილზეა.
მომდევნო ტურში ჩვენი გუნდი დინამო თბილისი 2-ს სტუმრად შეხვდება. მატჩი 28 აპრილსაა დაგეგმილი.