ლოკოსა და ხობის მატჩი ფრედ დასრულდა
ლოკოსა და ხობის მატჩი ფრედ დასრულდა
თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონის პირველი ნაწილი დაასრულა.
ჩვენმა გუნდმა გათამაშების მე-16 ტურში ხობის კოლხეთს უმასპინძლა და ქულა აიღო, მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა.
ჩვენი გუნდი პირველი ტაიმის მიწურულს მამია გავაშელიშვილმა დააწინაურა, მან პენალტი ზუსტად შეასრულა. ლატარიამ 50-ე წუთზე წონაწორობა აღადგინა, ხოლო მენთეშაშვილმა 63-წ წუთზე ლოკო კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ.
ხობი ბრძოლას აგრძელებდა და 72-ე წუთზე აფხაზავას გატანილი გოლით ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა, რის შემდეგაც ლოკო უფრო გააქტიურდა და მალევე, 74-ე წუთზე შეწირულმა ერთბურთიანი უპირატესობა დააბრუნა.
ხობმა ბოლო გოლის გატანა 90+6 წუთზე შეძლო, თავი ისევ აფხაზავამ გამოიჩინა.
შედეგად, ეროვნულ ლიგა 2-ში ჩატარებული 16 ტურის შემდეგ ლოკოს 16 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა. ჩვენი გუნდი გათამაშების მომდევნო მატჩს, თითქმის, 2 თვის შემდეგ, 31 ივლისს არაგვთან ჩაატარებს.