მარცხი ქუთაისის ტორპედოსთან

მარცხი ქუთაისის ტორპედოსთან
20/05/2017

მარცხი ქუთაისის ტორპედოსთან

ეროვნული ლიგის მე-13 ტურში, თბილისის ლოკომოტივი ქუთაისის ტორპედოსთან დამარცხდა. 20 მაისს, რამაზ შენგელიას სტადიონზე გამართული დაპირისპირება, მასპინძლებმა 2:0 მოიგეს.

 

პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ბურთს ტორპედო უფრო ხშირად ფლობდა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტები შემქნა ორივე გუნდს უჭირდა.

 

ტორპედომ 44-ე წუთზე ანგარიში გახსნა, მაგრამ მატჩის არბიტრმა, ლევან სილაგავამ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი გააუქმა.

 

51-ე წუთზე, დოლიძის ჩაწოდების შემდეგ გოლის გატანას კაპანაძე ცდილობდა. ტორპედოს ფორვარდის თავით დარტყმული ხარიხას მოხვდა.

 

57-ე წუთზე, არდაზიშვილმა სცადა შორი მანძილიდან გატანა, მაგრამ ბურთი კარს მცირე მანძილით ააცილა. ერთ წუთში ტექნიკური მიზეზის გამო, მატჩი შეწყდა.

 

რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ელექტროენერგია გაითიშა. თამაში დაახლოებით 20 წუთში განახლდა.

 

63-ე წუთზე მასპინძლებს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდათ. ტუღუშის საჯარიმო დარტყმა ბექა ქურდაძემ კუთხურზე მოიგერია.

 

ანგარიში 69-ე წუთზე ტორპედომ გახსნა. ქურდაძის კარი შეცვლაზე შესულმა ლაშა კუჭუხიძემ აიღო. დოლიძემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, ქურდაძემ ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა და მასპინძელთა ფორვარდმა დასწრებაზე ითამაშა ზუსტად.

 

81-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძეს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო. გეგა დიასამიძემ, ლოკოს 7 ნომერს პასი მოედნის სიღრმიდან გაუკეთა, სიხარულიძემ თავით დაარტყა, მაგრამ კარს მცირე მანძილით ააცილა.

 

85-ე წუთზე, ბექა ტუღუშმა მეორე გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

 

ლოკომოტივი 21 ქულით მე-4 ადგილზეა. დევდარიანის გუნდი მომდევნო მატჩს, საკუთარ მოედანზე ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 23 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება.

 

ლოკომოტივი: ქურდაძე, რეხვიაშვილი, ჭანტურია, გაბაძე, კომახიძე (ბუღრიძე 69), უბილავა (კაპ), ქავთარაძე, დიასამიძე, არდაზიშვილი (არველაძე 80), კიკნაძე, სიხარულიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

 

გაფრთხილება: კომახიძე (50), კიკნაძე (52), დიასამიძე (58), სიხარულიძე (67),

არბიტრი: ლ.სილაგავა

more news