მძიმე მარცხი გაგრასთან — სეზონის მეორე ნახევარი დაიწყო.

მძიმე მარცხი გაგრასთან — სეზონის მეორე ნახევარი დაიწყო.
17/08/2022

მძიმე მარცხი გაგრასთან — სეზონის მეორე ნახევარი დაიწყო.

ლოკომოტივმა სეზონის მეორე ნახევრისთვის შეკრება საგურამოში გაიარა და რამდენიმე ამახანგური შეხვედრაც გამართა. 

 

ეროვნული ლიგა ლოკომოტივისთვის გაგრასთან მატჩით გაიხსნა. ლოკომ 21-ე ტურში, გაგრას საგურამოში უმასპინძლა. შეხვედრა ლოკომოტივისთვის მძიმედ დაიწყო, მე-4 წუთზე საჯარიმოში არეულობით თემურ შონიამ ისარგებლა და გაგრა დააწინაურა. გაშვებული გოლის შემდეგ ლოკომ ბურთზე კონტროლი დააწესა, თუმცა გაგრა საკმაოდ მწვავე შეტევებზე გადმოდიოდა. ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე გაგრას გარემარბმა, ოთარ ფარულავამ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ანგარიშის სხვაობა ორამდე გაზარდა. 

 

მეორე ნახევარში ლოკომ ისევ გააგრძელა ბურთის კონტროლი და შეტევაში აქტიურად თამაში დაიწყო. ჯონ ვან ლუნის გუნდს ჰქონდა რამდენიმე კარგი შანსი გოლის გასატანად, თუმცა ხან სიზუსტე არ იყო საკმარისი, ხან კი გაგრას მეკარე თამაშობდა საიმედოდ. საბოლოოდ გაგრამ ანგარიშის შენარჩუნება მოახერხა, ლოკომ კი სეზონის მეორე ნახევარი მარცხით გახსნა.

more news