მე-60 თბილისური დერბი საგურამოში. სიხარულიძის მე-100 გოლი ეროვნულ ლიგაში და ფრე დინამო თბილისთან.

მე-60 თბილისური დერბი საგურამოში. სიხარულიძის მე-100 გოლი ეროვნულ ლიგაში და ფრე დინამო თბილისთან.
30/09/2021

მე-60 თბილისური დერბი საგურამოში. სიხარულიძის მე-100 გოლი ეროვნულ ლიგაში და ფრე დინამო თბილისთან.

29 სექტემბერს, საგურამომ მე-60 თბილისურ დერბის უმასპინძლა. აფიშა ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი იყო, ჩემპიონატის დასრულებამდე დიდი დრო აღარ რჩება ასე, რომ ახლა თითოეულ ქულას მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ ყველაფრის გავლენა ეტყობოდა ლოკოსა და დინამო თბილისისს შორის გამართულ მატჩს.

პირველი ნახევარი საკმაოდ ფრთხილი გამოდგა. გუნდები ძირითადად მოედნის ცენტრში გადაადგილდებოდნენ და ამის ხარჯზე ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას. პირველი ნახევარი დინამოს კარნახით წარიმართა, სახიფათო მომენტები ნაკლებად იქმნებოდა, თუმცა ხშირი იყო ლოკოს საჯარიმოს მისადგომებთან გადაცემები და დარტყმის მცდელობები. საბოლოოდ პირველი ნახევარი ფრედ, 0-0 დასრულდა.

რაც შეეხება შეხვედრის მეორე ტაიმსს, რადიკალურად განსხვავებული პირველისგან. გუნდები აშკარად უფრო მოტივირებულები გამოვიდნენ მოედანზე. ანგარიში ზორან მარუშიჩმა გახსნა. დინამოს სერბი ლეგიონერი საჯარიმოში კარგად გაიხსნა პასმაც არ დააგვიანა და 0-1, თითქოს დინამოს უპირატესობა უნდა გაემყარებინა მაგრამ სულ რაღაც 4 წუთში, მატჩის 69 წუთზე, ირაკლი სიხარულიძემ ისტორიული ბურთი შეაგდო, ეროვნული ლიგის ისტორიაში ირაკლიმ მე-100 გოლი გაიტანა, დინამოსთან ანგარიში კი გაათანაბრა. შემდეგ იყო ნიკა სანდოხაძის ბრწყინვალე თამაში, რომელის შემდეგაც ანგარიში 2-1 გახდა. სანდოხაძე მთელი თამაშის განმავლობაში აქტიური და საიმედო იყო. ლოკოს ფეხბურთელების და გულშემატკივრის სიხარული ძალიან სწრაფად გაქრა, 2 წუთში ოსეი ბარნსის მიერ გატანილი გოლით დინამომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 2-2.

 

ლოკომოტივი 2-2 დინამო თბ (0-0)

 

ლოკომოტივი : სპენკელინკი ,გაბაძე, სანდოხაძე, ვადე, უბილავა, დარცმელია, შონია (გავაშელიშვილი), სამურკასოვი (დიასამიძე), კირკიტაძე, იმრანი (კახაბრიშვილი), სიხარულიძე (ანდრონიკაშვილი).

 

გოლი: სიხარულიძე 69' , სანდოხაძე'78

გაფრთხილება: სამურკასოვი, დიასამიძე

მთ.მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი 

more news