მარცხი მეშახტესთან საგურამოში

21/10/2025
მარცხი მეშახტესთან საგურამოში
ეროვნული ლიგა 2-ის 29-ე ტურში თბილისის ლოკომოტივი შინ ტყიბულის მეშახტესთან 0:1 დამარცხდა. 42-ე წუთზე დიმიტრი ღურწკაიამ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.
29 ტურში თბილისის ლოკომოტივმა 35 ქულა დააგროვა, მე-6 ადგილზეა. ჩვენი გუნდის ანგარიშზე 8 გამარჯვებაა. ასევე, 11 მატჩი ფრედ დავასრულეთ და 10 დავთმეთ.
30-ე ტურში ლოკო მარტვილის მერანს ესტუმრება. შეხვედრა მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე 26 ოქტომბერს, 14:00 საათზე დაიწყება.