მეშახტისა და ლოკოს მატჩი ფრედ დასრულდა

15/03/2025
მეშახტისა და ლოკოს მატჩი ფრედ დასრულდა
თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა 2-ის 2025 წლის სეზონის მეორე ტურის მატჩი სტუმრად მეშახტესთან გამართა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
ამბროლაურში, აგარო ვაჩაძის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩის პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. ლოკომ ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში, 51-ე წუთზე გახსნა. ლუკა კეკელიძის პასის შემდეგ გოლი დათო ბუკიამ გაიტანა.
მეშახტემ ანგარიში 64-ე წუთზე გაათანაბრა, გოლი აქტივში დიმიტრი ღურწკაიამ ჩაიწერა.
შედეგად, ეროვნულ ლიგა 2-ში ჩატარებული ორი ტურის შემდეგ თბილისის ლოკომოტივს 2 ქულა აქვს. ჩვენი ფეხბურთელები მომდევნო მატჩს სანაკრებო შესვენების შემდეგ, 29 მარტს მარტვილის მერანთან ჩაატარებენ.