მნიშვნელოვანი 3 ქულა - ლოკომ სტუმრად ვიტ ჯორჯია დაამარცხა

მნიშვნელოვანი 3 ქულა - ლოკომ სტუმრად ვიტ ჯორჯია დაამარცხა
19/10/2024

მნიშვნელოვანი 3 ქულა - ლოკომ სტუმრად ვიტ ჯორჯია დაამარცხა

ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონის 29-ე ტურში თბილისის ლოკომოტივმა სტუმრად ვიტ ჯორჯია 3:1 დაამარცხა.

 

მატჩი აქტიურად დავიწყეთ და მე-12 წუთისთვის 2:0 მჭედლიშვილისა და ოზბეთელაშვილის გოლებით დავწინაურდით. 30-ე წუთზე მასპინძლებმა სხვაობა შეამცირეს და პირველი ტაიმიც ასე დასრულდა.

 

მეორე ნახევარში ლოკო თავიდანვე აქტიური იყო და 57-ე წუთზე დენის ამოაკომ უპირატესობა კვალავ 2-ბურთიანი გახადა.

 

29 ტურის შემდეგ ჩვენმა გუნდმა 37 ქულით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. მომდევნო მატჩს 28 ოქტომბერს დინამო თბილისი 2-თან ჩავატარებთ.

more news