მნიშვნელოვანი გამარჯვება კოლხეთი 1913-თან

მნიშვნელოვანი გამარჯვება კოლხეთი 1913-თან
28/10/2017

მნიშვნელოვანი გამარჯვება კოლხეთი 1913-თან

ეროვნული ლიგის 32-ე ტურში, თბილისის ლოკომოტივმა კოლხეთი 1913, მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

29 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართული დაპირისპირების ბედი ნოდარ ქავთარაძემ გადაწყვიტა.

ლოკოს მე-8 ნომერს, ირაკლი სიხარულიძემ გაატანინა, რომელსაც ეროვნულ ლიგაში, 25 გოლთან ერთად, 7 საგოლე გადაცემაც დაუგროვდა.

მატჩის დაწყებამდე, ჩვენი კლუბის პრეზიდენტ ლექსო თოფურიას, მისი 50 წლის იუბილის აღსანიშნავად, გუნდის კაპიტანმა დავით უბილავამ, სიმბოლური მაისური გადასცა.


ტორპედოსთან მატჩის შემდეგ, გიორგი დევდარიანმა ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. ლოკოს გიორგი რეხვიაშვილი დაუბრუნდა, რომლემაც მიკროტრავმის შემდეგ შეუცვლელად ითამაშა. ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა ნიკოლოზ გაბრიჩიძე.

მატჩმა ლოკომოტივის უპირატესობით ჩაიარა. დევდარიანის გუნდს, უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლო. პირველ ნახევარში, გატანის კარგი შანსი ჰქონდათ ლაშა გვალიასა და ირაკლი სიხარულიძეს.

მეორე ტაიმი ლოკომოტივმა ცვლილებებით დაიწყო. ალექსანდრე ანდრონიკაშვილი და ნიკა გაბრიჩიძე გეგა დიასამიძემ და ნიკა ჭანტურიამ შეცვალეს.

გატანის კარგი შანსი ჰქონდა გიორგი გოროზიასაც, ასევე ეროვნული ლიგის ბომბარდირ ირაკლი სიხარულიძეს.

საბოლოოდ, ლოკომოტივმა გამარჯვების გოლი 63-ე წუთზე გაიტანა. გიორგი გაბაძის, ირაკლი სიხარულიძისა და ნოდარ ქავთარაძის კომბინაცია, ამ უკანასკნელმა დააგვირგვინა.


86-ე წუთზე, მთავარმა მსაჯმა მოედნიდან ლოკოს კაპიტანი დავით უბილავა გააძევა.

ლოკო 52 ქულით მე-5 ადგილზეა და ერთი ქულით ჩამორჩება საბურთალოს. მომდევნო მატჩს, დევდარიანის გუნდი ქობულეთის შუქურას წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 4 ნოემბერს, მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე, 15:00 საათზე დაიწყება.

ლოკომოტივი: თევდორაძე, გაბაძე (ქურდაძე 69), კობახიძე, რეხვიაშვილი, უბილავა (კაპ), გვალია, ანდრონიკაშვილი, გაბრიჩიძე, ქავთარაძე, გოროზია, სიხარულიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გაფრთხილება: ლ.ქურდაძე (81), დიასამიძე (90+1)

გაძევება: უბილავა (86)

არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი (თბილისი)

more news