''მსგავსი მატჩები, ფეხბურთის განვითარებას ხელს შეუწყობს''

''მსგავსი მატჩები, ფეხბურთის განვითარებას ხელს შეუწყობს''
05/05/2017

''მსგავსი მატჩები, ფეხბურთის განვითარებას ხელს შეუწყობს''

გიორგი დევდარიანმა ბათუმის დინამოსთან მოგებული მატჩი შეაფასა. ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა, მასპინძელი გუნდის გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.

 

''მეორე ტაიმი განსაკუთრებულად დაძაბული გამოვიდა და შეიძლებოდა წაგვეგო კიდეც. რევაზ თევდორაძემ აშკარა გოლისგან გვიხსნა და ამის არ აღნიშვნა არ შეიძლება.

 

იყო ეპიზოდები, სადაც ბათუმის დინამო გვჯობდა, ბევრ ეპიზოდში ჩვენმა ფეხბურთელებმაც კარგად ითამაშეს და საბოლოო ჯამში თამაში მოვიგეთ.

 

მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ბათუმელ ხალხსა და გულშემატკივარს, რომელიც მთელი თამაშის მანძილზე ასე ლამაზად და კორექტულად გულშემატკივრობდა საკუთარ გუნდს. ერთი ნეგატიური კომენტარიც არ გვსმენია ჩვენი ფეხბურთელების მისამართით, რაც ძალიან იშვიათია, ამისთვის მადლობა ყველა მათგანს.

 

ბათუმი იმსახურებს სტადიონს. ეს ხალხი იმსახურებს იმას, რომ ჰქონდეთ საკუთარი არენა და თამაშები ჩაატარონ თავიანთ სტადიონზე. დღეს, რაც სტადიონზე ხდებოდა, ვფიქრობ ფეხბურთის განვითარებას ხელს შეუწყობს. - ამბობს დევდარიანი

more news