ნოდარ ქავთარაძე: სამმა ქულამ მეტი თავდაჯერება შეგვმატა

ნოდარ ქავთარაძე: სამმა ქულამ მეტი თავდაჯერება შეგვმატა
12/03/2017

ნოდარ ქავთარაძე: სამმა ქულამ მეტი თავდაჯერება შეგვმატა

თბილისის ლოკომოტივის ნახევარმცველმა ნოდარ ქავთარაძემ, დინამო თბილისთან მოგებული მატჩი შეაფასა. თბილისურ დერბიში, ერთადერთი გოლი 57-ე წუთზე სწორედ ქავთარაძემ გაიტანა.

 

''რა თქმა უნდა დერბიში გამარჯვება ყოველთვის მნიშვნელოვანია. ამასთანავე, სამმა ქულამ უფრო მეტი თავდაჯერება შეგვმატა. მატჩის წინ, მიზნად მხოლოდ გამარჯვება დავისახეთ და ქულა ჩვენთვის მისაღები არ იქნებოდა.

 

ყველა ფეხბურთელმა ბოლომდე იბრძოლა და ამ მოგებამ ძალიან გაგვახარა. რაც შეეხება ჩემს გოლს, მთავარია გუნდმა მოიგოს და ვინ გაიტანს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი გოლები გუნდს თუ გამარჯვებას მოუტანს, მხოლოდ ეს გამახარებს.'' - ამბობს ქავთარაძე.

more news