საქართველოს თასის 1/16 ფინალში ლოკო დინამო თბილისი 2-ს შეხვდება

24/06/2025
საქართველოს თასის 1/16 ფინალში ლოკო დინამო თბილისი 2-ს შეხვდება
ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2025 წლის 1/16 და 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
ცნობილი გახდა, რომ თბილისის ლოკომოტივის მეტოქე 1/16 ფინალურ ეტაპზე დინამო თბილისი 2 იქნება. მატჩს 20 ივლისს ლოკო უმასპინძლებს.
დინამო თბილისი 2-თან წარმატების შემთხვევაში ჩვენი მეტოქე 1/8 ფინალში ალგეთსა და შტურმს შორის გამარჯვებული იქნება. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩები 26-27 ივლისს ჩატარდება