სეზონის განახლების წინ გამართულ მეორე ამხანაგურ შეხვედრაში ლოკომოტივი თელავს შეხვდა და დამარცხდა
30/06/2023
სეზონის განახლების წინ გამართულ მეორე ამხანაგურ შეხვედრაში ლოკომოტივი თელავს შეხვდა და დამარცხდა
დიღმის ოლიმპიურ სოფელში თბილისის ლოკომოტივმა ამხანაგური შეხვედრა თელავთან გამართა და ბოლო წუთებზე გაშვებული პენალტით მატჩი 3:4 წააგო.
ლოკოს მხრიდან შეხვედრაში გოლების გატანა მენთეშაშვილმა, ოზბეთელაშვილმა და მახარობლიძემ მოახერხეს, ხოლო თელაველთაგან - მორჩილაძემ, გაბიტაშვილმა, ცნობილაძემ და აშორტიამ.
ლოკო მომდევნო ამხანაგურ მატჩს 5 ივლისს, კვლავ დიღმის ოლიმპიურ სოფელში, სამტრედიის წინააღმდეგ ჩაატარებს. შეგახსენებთ, რომ სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპის პირველ საკონტროლო თამაშში თბილისურმა გუნდმა ზამბიური კაფუე სელტიკსი 4:2 დაამარცხა.