სეზონური აკრედიტაციები სპორტული მედიისთვის

სეზონური აკრედიტაციები სპორტული მედიისთვის
22/02/2021

სეზონური აკრედიტაციები სპორტული მედიისთვის

სპორტული მედიის საყურადღებოდ!
 
ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე, საფეხბურთო კლუბი თბილისის ლოკომოტივი იწყებს მედიაგანაცხადების მიღებას, ეროვნული ლიგის მატჩებზე დასასწრები სეზონური აკრედიტაციებისთვის.
 
 
განაცხადში მითითებული უნდა იყოს მედიასაშუალების სახელწოდება და ის პოზიციები, სადაც გეგმავთ თქვენი წარმომადგენლების აკრედიტირებას - ჟურნალისტი, ოპერატორი, ფოტოგრაფი.
 
 
განაცხადების მიღება იწყება დღეიდან, 22 თებერვლიდან, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - media@fcloco.ge - და გაგრძელდება 3 მარტის ჩათვლით.
 
 
მედია-აკრედიტაციების გაცემა მოხდება 6 მარტს, მიხეილ მესხის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, ლოკომოტივის პირველი საშინაო მატჩის წინ, სადაც თბილისური კლუბი თელავს უმასპინძლებს. 

more news