''შედეგმა ძალიან გამანაწყენა''

''შედეგმა ძალიან გამანაწყენა''
12/04/2017

''შედეგმა ძალიან გამანაწყენა''

თბილისის ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი დევდარიანმა დილას წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი შეაფასა.

 

''მეორე ტაიმში ძალიან ცუდად ვითამაშეთ, რისთვისაც დავისაჯეთ. პირველ ნახევარში ანგარიში მიგვყავდა და სწორად ვთამაშობდით. ფაქტია რომ რაღაც მეც დავაკელი და ფეხბურთელებმაც.

 

ცივ გონებაზე, ყველაფერს კარგად გავაანალიზებთ და შესაბამის დასკვნებსაც გამოვიტანთ. შედეგმა ძალიან გამანაწყენა.'' - განაცხადა დევდარიანმა.

 

დღევანდელი მატჩის შემდეგ, ლოკომოტივმა 14 ქულა მოაგროვა და პირველ პოზიციაზეა.

more news