სპორტული მედიის საყურადღებოდ!

სპორტული მედიის საყურადღებოდ!
24/08/2020

სპორტული მედიის საყურადღებოდ!

27 აგვისტოს გასამართი ლოკომოტივი Vs უნივერსიტატეა კრაიოვას მატჩზე დასასწრები მედია აკრედიტაციები გაიცემა 26 აგვისტოს, 17:00 საათიდან, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში.

 

შეგახსენებთ, რომ უეფას რეგულაციებიდან გამომდინარე, აკრედიტაციები გაიცემა შეზღუდული რაოდენობით. აკრედიტაციაზე თანხმობას მსურველები მიიღებენ ელექტრონულ ფოსტაზე.

 

აქვე, გაგაცნობთ მატჩისწინა ოფიციალური პრესკონფერენციებისა და ვარჯიშების განრიგს:

 

18:30 - გიორგი ჭიაბრიშვილის მატჩისწინა პრესკონფერენცია მიხეილ მესხის სტადიონის         საპრესკონფერენციო დარბაზში.

 

19:00 - ლოკომოტივის მატჩისწინა ვარჯიში, მიხეილ მესხი II (მედიისთვის ღია იქნება საწყისი 15 წუთი. ტელეოპერატორებსა და ფოტოგრაფებს გადაღება შეეძლებათ სტადიონის ტრიბუნიდან).

 

20:30 - უნივერსიტატეა კრაიოვას მთავარი მწვრთნელის - კრისტიანო ბერგოდის მატჩისწინა პრესკონფერენცია მიხეილ მესხის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში.

 

21:00 - უნივერსიტატეა კრაიოვას მატჩისწინა ვარჯიში, მიხეილ მესხი II (მედიისთვის ღია იქნება საწყისი 15 წუთი. ტელეოპერატორებსა და ფოტოგრაფებს გადაღება შეეძლებათ სტადიონის ტრიბუნიდან).

 

27 აგვისტოს, ლოკომოტივი Vs უნივერსიტატეა კრაიოვას მატჩი გაიმართება მიხეილ მესხი II-ზე, საღამოს 21:00 საათზე.  

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ უეფას და ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები და მაქსიმალურად დაიცვათ რეკომენდირებული წესები, სოციალური დისტანცია და აუცილებლად გამოიყენოთ პირბადე.

more news