თასის 1/4-ფინალში ბათუმის დინამოს ვუმასპინძლებთ

თასის 1/4-ფინალში ბათუმის დინამოს ვუმასპინძლებთ
22/09/2025

თასის 1/4-ფინალში ბათუმის დინამოს ვუმასპინძლებთ

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალში ჩვენი გუნდი ბათუმის დინამოს დაუპირისპირდება. მატჩი საგურამოში 23 სექტემბერს, 19:00 საათზე დაიწყება.

 

რაც შეეხება ლოკოს განვლილ მატჩებს თასის გათამაშებაში, 1/16-ფინალში გიორგი გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა საგურამოში თბილისის დინამო 2 დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა. გოლები ლაშა კოხრეიძის, ლაშა მენთეშაშვილისა და ლუკა მეტრეველის ანგარიშზეა. მერვედფინალში სართიჭალას შტურმს გასვლაზე მოვუგეთ - 1:2. მასპინძლები გიორგი გვასალიას გოლით დაწინაურდნენ, სანდრო შაშიაშვილისა და ნიკოლოზ ყველაშვილის გოლებით თამაში შემოვატრიალეთ და მეოთხედფინალში გავედით.

 

საქართველოს თასზე დაპირისპირება ერთმატჩიანია. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ნახევარფინალში მეშახტე-იბერიას წყვილში მოგებულს შეხვდება.

more news