თბილისის ლოკომოტივს ახალი ექიმი ჰყავს

თბილისის ლოკომოტივს ახალი ექიმი ჰყავს
22/08/2017

თბილისის ლოკომოტივს ახალი ექიმი ჰყავს

თბილისის ლოკომოტივს ახალი ექიმი ჰყავს. დავით ზაქრაძე, რომელიც კვალიფიკაციის ასამაღლებლად ავსტრიაში გაემგზავრა, გიორგი ჩანგელიამ შეცვალა.

 

ჩანგელია უკანასკნელად გორის დილას მთავარ გუნდში მუშაობდა. მან ლოკომოტივთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

 

რაც შეეხება დავით ზაქრაძეს, იგი ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის საუინივერსიტეტო კლინიკაში, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაემგზავრა, სადაც კვალიფიკაციას აიმაღლებს.

დავით ზაქრაძე კვალიფიკაციას ავსტრიაში აიმაღლებს.

"ავსტრიაში, კერძოდ კი ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მოვხდი. ავსტრიელი კოლეგები საკუთარ გამოცდილებასა და მკურნალობის ახალ მეთოდებს გაგვიზიარებენ". - ამბობს ზაქრაძე.

 

ლოკომოტივი მადლობას უხდის დავითს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში.

more news