თბილისის ლოკომოტივს სამი ახალწვეული ჰყავს

თბილისის ლოკომოტივს სამი ახალწვეული ჰყავს
20/07/2017

თბილისის ლოკომოტივს სამი ახალწვეული ჰყავს

თბილისის ლოკომოტივს სამი ახალწვეული ჰყავს. კლუბთან კონტრაქტი გიორგი გოროზიამ, ლევან ქურდაძემ და ლაშა გვალიამ გააფორმა. სამივე მათგანის ხელშეკრულება წელიწადნახევრიანია.

 

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კლუბი გულვერდ თომაშვილმა დატოვა, რომელიც კარიერას ბოლნისის სიონში გააგრძელებს. ლოკომოტივი მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს ახალ კლუბში.

 

ნორვეგიული სტაბეკის ყოფილი წევრი, გიორგი გოროზია ჩვენს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 23 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

 

2014 წელს, იგი სტაბეკში სწორედ ლოკომოტივიდან გადავიდა. გასული სეზონის მეორე ნახევარი, გოროზიამ აზერბაიჯანულ ზირაში გაატარა, სადაც 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ზირამ ჩემპიონატი მეოთხე პოზიციაზე დაასრულა და უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

 

რაც შეეხება სტაბეკს; გოროზიამ ნორვეგიული კლუბის მაისურით 53 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

 

ლოკომოტივის მაისურით, გოროზიას 54 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი. გიორგი იყო საქართველოს 17 წლამდე ნაკრების წევრი. 2012 წელს, ვასილ მაისურაძის ხელმძღვანლობით, აღნიშნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა.

 

საქართველოს 19 წლამდე და 21 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში, გოროზიას 6-6 მატჩი აქვს ჩატარებული.


ლევან ქურდაძე

 

26 წლის ცენტრალური მცველი ლოკომოტივში გაგრადან გადმოვიდა. უკანასკნელი სამი წლის მანძილზე, გაგრას სწორედ ქურდაძე კაპიტნობდა. აღნიშნული კლუბის შემადგენლობაში, მან 43 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

 

ქურდაძე სხვადასხვა დროს ლანჩხუთის გურიაში, ცხინვალსა და ზუგდიდში თამაშობდა, პრეფესიონალური კარიერა კი 2010 წელს, თბილისის ლოკომოტივში დაიწყო.

 

ქურდაძე ჩვენი კლუბის შემადგენლობაში 44-ე ნომრით იასპარეზებს.

 

 

ლაშა გვალია

 

25 წლის ნახევარმცველმა პროფესიონაური კარიერა ფოთის კოლხეთი 1913-ში დაიწყო. აღნიშნული კლუბის მაისურით, მან 2010/2012 წლებში ითამაშა. შემდეგ იყო გორის დილას წევრი, სადაც გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით თამაშობდა.

 

2014/2014 წლების სეზონი გვალიამ ეკატერინბურგის ურალში გაატარა, შემდეგ კი საქართელოს იმდროინდელ ვიცე-ჩემპიონ ზესტაფონში გადავიდა.

 

სხვადასხვა დროს იგი საჩხერის ჩიხურას და ბოლნისის სიონის წევრიც იყო, უკანასკნელად კი ეროვნული ლიგა 2-ის წევრ ცხინვალში თამაშობდა.

 

გვალიამ ლოკომოტივთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მე-13 ნომრით ითამაშებს.


more news