თბილისის ლოკომოტივი 2:1 დნიპრო
14/02/2017
თბილისის ლოკომოტივი 2:1 დნიპრო
თურქულ შეკრებაზე, თბილისის ლოკომოტივმა მეორე ამხანაგურ მატჩში უკრაინული დნიპრო დაამარცხა. სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ანგარიში ჩვენი გუნდის კაპიტანმა, დავით უბილავამ გახსნა. დნიპროს მეორე გოლი გიორგი რეხვიაშვილმა გაუტანა. უკრაინელებმა ერთადერთი გოლის გატანა მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე შეძლეს.
გიორგი დევდარიანმა მეორე ტაიმის მე-60 წუთიდან შემადგენლობა შეცვალა. მესამე ამხანაგურ მატჩს, ლოკომოტივი 18 თებერვალს, ყაზახური ქაისარის წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი: ქურდაძე (შეროზია), უბილავა, გაბაძე (თომაშვილი), რეხვიაშვილი, ღონღაძე (ვარძელაშვილი), ჭანტურია (ძებნიაური), სამურკასოვი (დიასამიძე), კიკაბიძე (ჩიტეიშვილი), ქავთარაძე (ბუღრიძე), კომახიძე (არველაძე), სიხარულიძე (გავაშელიშვილი)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი