თბილისის ლოკომოტივი სანაკრებო პაუზის დროს ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
04/09/2023
თბილისის ლოკომოტივი სანაკრებო პაუზის დროს ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
თბილისის ლოკომოტივმა სანაკრებო პაუზის დროს ორი ამხანაგური შეხვედრა დაგეგმა.
ჩვენი გუნდი საკონტროლო მატჩებს ეროვნული ლიგის გუნდების, თელავისა და გაგრას წინააღმდეგ ჩაატარებს.
თელავთან შეხვედრა 8 სექტემბერს, 16:30 საათზე გაიმართება, ხოლო გაგრას 11 სექტემბერს 17:00 საათზე დავუპირისპირდებით. ორივე თამაშს დიღმის ოლიმპიური სოფლის სტადიონი უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგა 2 15 სექტემბერს განახლდება. ლოკომოტივის მეტოქე ფოთის კოლხეთი იქნება.