თბილისის ლოკომოტივმა სტუმრად შტურმი დაამარცხა

თბილისის ლოკომოტივმა სტუმრად შტურმი დაამარცხა
18/05/2024

თბილისის ლოკომოტივმა სტუმრად შტურმი დაამარცხა

თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა 2-ის მე-13 ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა სტუმრად სართიჭალის შტურმი 2:1 დაამარცხა.

 

მატჩი მეტოქის უპირატესობით დაიწყო, 22-ე წუთზე ზარიძემ შტურმი დააწინაურა და ტაიმიც სართიჭალელების გამარჯვებით დასრულდა.

 

მეორე ნახევარში ლოკო ძალიან გააქტიურდა, იმუშავა მწვრთნელის მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმაც. მოედანზე ერთი წუთის შესულმა ლაშა მენთეშაშვილმა 61-ე წუთზე სხვაობა შეამცირა.

 

ჩვენი გუნდის მხრიდან გადამწყვეტი გოლი ლაშა ოზბეთელაშვილმა 78-ე წუთზე გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ისიც მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა.

 

ეროვნულ ლიგა 2-ში ჩატარებული 13 ტურის შემდეგ ლოკოს 14 ქულა აქვს. მომდევნო მატჩს ჩვენი ფეხბურთელები 24 მაისს მიხეილ მესხი 2-ზე ბოლნისის სიონთან გამართავენ.

 

ეროვნული ლიგა 2 I მე-13 ტური:

 

სიონი - ხობი 4:0
რუსთავი - არაგვი 1:0
ვიტ ჯორჯია - სპაერი 1:2
დინამო თბილისი 2 - გარეჯი 1:1
შტურმი - ლოკომოტივი 1:2

more news