თბილისური დერბი დინამომ მოიგო

თბილისური დერბი დინამომ მოიგო
10/03/2018

თბილისური დერბი დინამომ მოიგო

ეროვნული ლიგის მე-2 ტურში, თბილისის ლოკომოტივი დინამო თბილისთან დამარცხდა. 11 მარტს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართული დაპირისპირება, სტუმრებმა 1:4 მოიგეს.

თბილისურ დერბის ტრავმის გამო გიორგი ხიდეშელი გამოაკლდა, რომლის ადგილიც, ძირითად შემადგენლობაში, ლევან ქურდაძემ დაიკავა.

სამტრედიასთან მატჩის შემდეგ, ეს არ ყოფილა ერთადერთი ცვლილება, რომელიც ლოკოს მთავარმა მწვრთნელმა განახორციელა. ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს მამია გავაშელიშვილმა და ლაშა გვალიამ.

პირველი ნახევარი ლოკოს უპირატესობით დაიწყო და ანგარიშიც მასპინძლებმა გახსნეს. 21-ე წუთზე თეიმურაზ შონიამ, შორეული დარტყმით დინამოს კარი აიღო. ლოკოს ახალწვეულმა ზედიზედ ორ მატჩში მოახერხა თავის გამოჩენა.

გოლიდან რამდენიმე წუთში, ანგარიშის გაზრდა მამია გავშელიშვილს შეეძლო, რომლის დარტყმული კარს მცირე მანძილით აცდა. გატანის შანსი ჰქონდა ვატო არველაძესაც, თუმცა მისი თავური დარტმა არაზუსტი აღმოჩნდა.

ტაიმის მიწურულს, სტუმრებმა ორი საგოლე ეპიზოდი შექმნეს და ორივე გოლად აქციეს. მე-40 წუთზე, წონასწორობა დინამოელთა კაპიტანმა, ოთარ კიტეიშვილმა აღადგინა. 44-ე წუთზე, გიორგი ივანიშვილმა სტუმრები წინ გაიყვანა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან, დაახლოებით 10 წუთში სტუმრებმა მესამე გოლი გაიტანეს. თავი აკაკი შულაიამ გამოიჩინა. ლაშა ჭაღიაშვილმა 63-ე წუთზე პირველი ცვლილება განახორციელა. ლაშა გვალიას ნაცვლად თამაშში ირაკლი კომხიძე ჩაერთო.

71-ე წუთზე დავით ჯიქიამ ვატო არველაძე, 77-ე წუთზე კი გუნდის კაპიტანი დავით უბილავა ოთარ კობახიძემ შეცვალა.

ლოკომოტივმა რეალური საგოლე მომენტი ვეღარ შექმნა, 83-ე წუთზე კი დინამომ მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ოთარ კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა.

მომდევნო მატჩს ლოკომოტივი სტუმრად, ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ, 16 მარტს გამართავს.

ლოკომოტივი: თევდორაძე, უბილავა (კაპ) (კობახიძე 77), ქურდაძე, ნ.ჭანტურია, გაბაძე, გვალია (კომახიძე 63), სამურკასოვი, შონია, დავითაშვილი, არველაძე (ჯიქია 71), გავაშელიშვილი

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

არბიტრი: ი.კვირიკაშვილი

more news