თორნიკე კირკიტაძე ლოკომოტივის ფეხბურთელია

თორნიკე კირკიტაძე ლოკომოტივის ფეხბურთელია
13/01/2019

თორნიკე კირკიტაძე ლოკომოტივის ფეხბურთელია

თორნიკე კირკიტაძე თბილისის ლოკომოტივში ითამაშებს. ფეხბურთელსა და კლუბს შორის ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა და თორნიკე ლოკომოტივში 2020 წლის ბოლომდე დარჩება.

22 წლის ნახევარმცველი ლოკოს რუსთავიდან შემოუერთდა. კირკიტაძემ აღნიშნულ კლუბში ორი სეზონის მანძილზე ითამაშა და 36 მატჩი ჩაატარა.

მანამდე, იგი ბოლნისის სიონის, დინამო თბილისისა და საჩხერის ჩიხურას შემადგენლობაში ასპარეზობდა.

more news