U 19 - საქართველომ რუსეთი რატი არდაზიშვილის გოლით დაამარცხა

U 19 - საქართველომ რუსეთი რატი არდაზიშვილის გოლით დაამარცხა
24/03/2017

U 19 - საქართველომ რუსეთი რატი არდაზიშვილის გოლით დაამარცხა

25 მარტს, საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა, ამხანაგურ მატჩში რუსეთის ნაკრები დაამარცხა. მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართული დაპირისპირება 1:0 დასრულდა.

 

მატჩის ერთადერთი გოლი, 28-ე წუთზე, თბილისის ლოკომოტივის წევრმა რატი არდაზიშვილმა გაიტანა.

 

რუსეთის წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა ჩვენი გუნდის კიდევ ერთმა წევრმა დავით სამურკასოვმა, არდაზიშვილი კი 61-ე წუთზე შეცვალეს.

აღნიშნული მატჩი, ტრავმის მიზეზით ლოკომოტივის 19 წლის შემტევმა ირაკლი ბუღრიძემ გამოტოვა.

 

საქართველოსა და რუსეთს შორის, მეორე ამხანაგური მატჩი, 27 მარტს გაიმართება.

more news