ზურა დავითაშვილი ლოკომოტივის ფეხბურთელია
02/01/2018
ზურა დავითაშვილი ლოკომოტივის ფეხბურთელია
ზურა დავითაშვილი კარიერას თბილისის ლოკომოტივში გააგრძელებს. 16 წლის ნახევარმცველსა და კლუბს შორის ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
ლოკოს ახალწვეული, დინამო თბილისის აღზრდილია და პროფესიონალური კარიერაც აღნიშნულ კლუბში დაიწყო. 2017 წელს, ეროვნულ ლიგაში, მან 6 მატჩი ჩაატარა.
დავითაშვილი საქართველოს 17 წლამდე ნაკრების კაპიტანია.