ზურიკო დავითაშვილის დუბლი ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში

ზურიკო დავითაშვილის დუბლი ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში
21/03/2018

ზურიკო დავითაშვილის დუბლი ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში

ევროპის 17 წლამდე ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის პირველ ტურში, ზურიკო დავითაშვილმა დუბლი შეასრულა. თბილისის ლოკომოტივის ნახევარმცველმა, თავი 21 მარტს, პოლონეთის ნაკრებთან გამოიჩინა.

17 წლამდე ნაკრების კაპიტანმა, ელიტ-რაუნდის მასპინძელ ნაკრებს, გოლები მე-9 და 28-ე წუთებზე, თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაუტანა.

90 წუთი, თადარიგში გაატარა ლოკოს აკადემიის წევრმა ზურაბ ბაქრაძემ.

პოლონელი და ქართველი ფეხბურთელების დაპირისპირება 2-2 დასრულდა. მომდევნო მატჩს, საქართველოს 17 წლამდე ნაკრები, 24 მარტს, ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

more news