13-წლამდელების ვერცხლი გორის ტურნირიდან

13-წლამდელების ვერცხლი გორის ტურნირიდან
11/09/2019

13-წლამდელების ვერცხლი გორის ტურნირიდან

„ლოკომოტივის“ 13-წლამდელთა გუნდმა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტრადიციულ ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა.

 

ეს ტურნირი 2004 წლიდან ტარდება და ბოლო წლებში, ლოკოს ასაკობრივი გუნდები მისი მუდმივი მონაწილეები არიან. გასულ წელსაც, ჩვენი 13-წლამდელები ფინალისტები იყვნენ და გადამწყვეტი შეხვედრა დათმეს. სამწუხაროდ, ოქროს მედლების მოპოვება წელსაც ვერ შევძელით. ფინალში ლევან ჯობავას გაწვრთნილი გუნდი, „დინამო“ თბილისთან დამარცხდა.

 

საერთო ჯამში, ჩვენმა გუნდმა ტურნირი კარგად ჩაატარა. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, წელს ტურნირს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა და მასში, ქართულ გუნდებთან ერთად, ვილნიუსის „ატეიტისის“ 13-წლამდელებიც მონაწილეობდნენ.

 

პირველ შეხვედრაში, ლოკომ „ავაზასთან“ ფრე - 2:2 ითამაშა. ამ მატჩში თავი ნიკა კორკოტაშვილმა და დემე გოჩავამ გამოიჩინეს. ჩვენი მეორე მეტოქე „ატეიტისი“ იყო, რომლის კარშიც ჩვენმა ფეხბურთელებმა 6 უპასუხო ბურთი გაიტანეს. დუბლი შეასრულეს დემე გოჩავამ და ნიკა კორკოტაშვილმა; თითო ბურთი კი, ლიეტუველებს საბა ვაშაყმაძემ და გიორგი ლომაშვილმა გაუტანეს.

 

ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, ჩვენმა გუნდმა ადგილობრივ „გორთან“ ფრე - 0:0 ითამაშა და ფინალში გავიდა, სადაც „დინამო“ თბილისს შეხვდა და 0:3 დამარცხდა.

 

ვერცხლის მედლებთან ერთად, ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელის ტიტულიც ლოკომოტიველს ერგო და ეს საბა ვაშაყმაძე გახდა.

more news