15 წლადმე ლიგა: ლოკომოტივმა მერანი დაამარცხა
15 წლადმე ლიგა: ლოკომოტივმა მერანი დაამარცხა
საქართველოს 15 წლამდე ლიგაში ლოკომოტივმა სტუმრად თბილისი "მერანს" დაუპირისპირდა. ლევან კორღალიძეს პირველ გუნდში დაწინაურების შემდეგ 15 წლამდელებს ნიკა გუშარაშვილი წვრთნის. ახალგაზრდა დამრიგებლისთვის პირველი შეხვედრა წარმატებული გამოდგა. ლოკომოტივის ახალგაზრდა ფეხბურთელბმა მეტოქეს ყველა ასპექტში აჯობეს და დიდი ანგარიშით დაამარცხეს. ლოკომოტივმა პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგო, ტაიმის ერთადერთი გოლი მე-18 წუთზე ვანო შერმადინმა გაიტანა. მეორე ტაიმში ლოკომოტივმა მეტოქის კარი კიდევ 2ჯერ აიღო. 49-ე წუთზე შერმადინმა დუბლი გაიფორმა. შეხვედრის მესამე გოლი შეცვლაზე შესულმა ნიკა კურტანიძემ 70-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში 0:3 დააფიქსირა.
ლოკომოტივი: ვადაჭკორია, ლობჟანიძე, ჩიხლაძე, ჟღენტი, კაკუბავა, ხვიჩია, შერმადინი, თათულაშვილი, ბაბლუანი, კალანდაძე, კვარაცხელია.
შეცვლაზე შევიდნენ: ტაბატაძე, ბეგალიშვილი, ქარაია, მაჭარაშვილი, კურტანიძე, თოფურია.