15 წლამდე ლიგა - ლოკომ დინამო 2 დაამარცხა
29/04/2018
15 წლამდე ლიგა - ლოკომ დინამო 2 დაამარცხა
15 წლამდე ლიგის, მე-8 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა დინამო თბილისი 2 დაამარცხა. 30 აპრილს, საგურამოს ბაზაზე გამართული მატჩი, ნიკა ფოცხვერიას გუნდმა 2:1 მოიგო.
24-ე წუთზე ანგარიში ბექა ქეცბაიამ გახსნა და ლოკო დააწინაურა. 35-ე წუთზე ლოკომოტივის კაპიტანმა, ლუკა კეკელიძემ სტუმრებს მეორე გოლი გაუტანა.
მატჩის საბოლოო შედეგი ომარ თოდუამ, 65-ე წუთზე დააფიქსირა.
8 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 16 ქულით მესამე ადგილზეა. მომდევნო მატჩს, ფოცხვერიას გუნდი 5 მაისს, ვიტ-ჯორჯიას წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი: მახარაძე, ოდიშვილი, ჭოხონელიძე, ფაილოძე, ხვიჩია, ავალიანი, ფარსადანაშვილი, კეკელიძე (კაპ), ჩანქსელიანი, აბრამიშვილი, ქეცბაია (გოგოლაძე 54)
მთავარი მწვრთნელი: ნიკა ფოცხვერია
არბიტრი: ილია როსკოშნი (თბილისი)