15 წლამდე ლიგა - მარცხი საჩხერის ჩიხურასთან
08/04/2017
15 წლამდე ლიგა - მარცხი საჩხერის ჩიხურასთან
15 წლამდე ლიგის მე-4 ტურში, თბილისის ლოკომოტივი საჩხერის ჩიხურასთან დამარცხდა.
8 აპრილს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება, ვასილ მაისურაძის ფეხბურთელებმა მინიმალური ანგარიშით წააგეს. მატჩის ერთადერთი გოლი, 42-ე წუთზე ჯემალ მჭედლიშვილმა გაიტანა.
მაისურაძის გუნდს, 4 ტურის შემდეგ, 3 ქულა აქვს და მე-6 პოზიციაზეა. ლოკომოტივის აკადემიის 15 წლამდე გუნდი, მომდევნო ტურში სფფ აკადემიას დაუპირისპირდება.
ლოკომოტივი (U 15): მახარაძე, სამყურაშვილი, დუნდუა, გაბრიელ ხუციშვილი, ქადარია (კუხალეიშვილი 36), ნიკა ხუციშვილი, კეკელიძე (კაპ) (ბეგლარაშვილი51), გოგილაშვილი (ებრალიძე 43), კვანტალიანი, შოშიტაშვილი, ნოზაძე
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე